ეს საიტი იყენებს ქუქიებს მონაცემების შესანახად. საიტის გამოყენების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ამ ფაილების გამოყენებას.
ორთქლზე მომზადება - ეს მხოლოდ ჯანსაღი კვების მიმდევართათვის არ არის საუკეთესო არევანი. ამ გზით თქვენ ამზადებთ საკვებს და ზოგავთ დროს. მოწალვას გაცილებით უფრო ნაკლები დრო სჭირდება, ვიდრე ტრადიციულ მოხარშვას. მაგალითად: ისპანახის მომზადება 2 წუთში შეგიძლიათ, ხოლო ბადრიჯნის მოსამზადებლად 15 წუთია საჭირო. რატომ? ეს განპირობებულია სითბოს გადაცემის მეთოდითა და მომზადების ტემპერატურით, რომელიც 120°C-ზე მეტია. ამასთან, ორთქლზე მომზადებისას კერძს არ სჭირდება მუდმივად თავზე დგომა და მორევა, რომელიც ასევე ზოგავს თქვენს დროს. მომზადების მცირე დრო მნიშვნელოვნად ამცირებს საკვები ნივთიერებების კარგვას. ტრადიციული მოხარშვისას ვიტამინებისა და მინერალების 40% იკარგება. ხოლო C ვიტამინის დანაკარგი 70%-ს აღემატება. წყალში მოხარშული ბოსტნეული A ვიტამინის მხოლოდ 36%-ს ინარჩუნებს, მაშინ როცა მოწალულ ბოსტნეულში 62%-ზე მეტი ნეარჩუნდება. სხვების მსგავსად B ჯგუფის ვიტამინებიც მნიშვნელოვნად იკარგება მომზადების პროცესში.
იხალისეთ და შექმენით: ბოსტნეული ყოველდღიურად თქვენს სამზარეულოში