მწვანე ბარდა - ჯანმრთელობით სავსე ბურთულები

16.10.2014

ბარდა არამარტო ნოყიერია, არამედ სავსეა ჩვენი ორგანიზმისთვის სასარგებლო ინგრედიენტებით. ამ ტიპის ბოსტნეული ძირითადად შეიცავს დიდი ოდენობით ცილებსა და ნახშირწყლებს. მწვანე ბარდა ასევე წარმოადგენს B ჯგუფის ვიტამინების, ასევე C, D, E და K ვიტამინების მდიდარ წყაროს. გარდა ამისა, იგი შეიცავს მრავალ ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან მინერალურ მარილებს, როგორიცაა ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, რკინა, სპილენძი, კობალტი, იოდი და მაგნიუმი.

ჯანმრთელი ძვლები

ბარდის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინი K მნიშვნელოვანი ფაქტორია კალციუმის შეწოვის პროცესში. ეს იმას ნიშნავს, რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენ კალციუმს მიიღებს ჩვენი სხეული, მის ნაკლებობას მაინც ვიგრძნობთ თუ ორგანიზმში არ იქნება K ვიტამინი, რამაც საბოლოოდ შეიძლება შეამციროს ძვლების მინერალიზება და გამოიწვიოს ოსტეოპოროზი.

ანტიოქსიდანტების მდიდარი წყარო

მწვანე ბარდა მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებებით, რაც გვიცავს სიმსივნის განვითარებისაგან. იგი შეიცავს ქლოროფილინს (რომელიც წარმოიქმნება მწვანე პიგმენტ ქლოროფილისგან), რომელიც უკავშირდება სიმსივნურ ნაერთებს და აფერხებს მათ შთანთქმას. ბარდა მდიდარია ვიტამინებით A, E და C - ანტიოქსიდანტებით, რომლებიც აახალგაზრდავებს ჩვენს ვენურ სისტემას. ისინი ამცირებენ ჩვენს ვენებში დაგროვილი ქოლესტერინის დონეს და შესაბამისად, ამცირებენ გულის დაავადებებისა და ათეროსკლეროზის განვითარების შანსებს. ამასთან C ვიტამინი ააქტიურებს იმუნურ სისტემას, რაც ასტიმულირებს იმუნური და სისხლის სხვა თეთრი უჯრედების ზრდასა და ეფექტიანობას, ბაქტერიებსა თუ ვირუსებთან საბრძოლველად.

Mental health

მენტალური ჯანმრთელობა

ფოლიუმის მჟავა, რომელსაც მწვანე ბარდა შეიცავს, დიდ ზეგავლენას ახდენს ჩვენს მენტალურ მდგომარეობასა და ხასიათზე. იგი გავლენას ახდენს ნერვული უჯრედების მეტაბოლიზმზე, მათ ზრდასა და რეგენერაციის პროცესზე. ორგანიზმში ამ ნივთიერების ნაკლებობა იწვევს გონებრივ აშლილობას, რაც ხშირად ვლინდება მეხსიერების გაუარესებაში ანდა სწავლასა და ყურადღებასთან დაკავშირებულ პრობლემებში. ფოლიუმის მჟავის ნაკლებობა ხშირი გამომწვევი მიზეზია ისეთ დაავადებების როგორიცაა შფოთვითი აშლილობები, აგრესია და ჰიპერაქტიურობა; ასევე ხშირად ასოცირდება დეპრესიასთან.

აგრეთვე წაიკითხეთ

მეტი საიტზე