მწვანე ბარდა - მეფე

16.09.2014

სამეფო ბოსტნეული

"ბაღის" მწვანე ბარდა ადრეული თანამედროვე ევროპის ძვირფასი ინოვაცია იყო (მე-15 საუკუნის ბოლოდან მე-18 საუკუნის ბოლომდე). ინგლისში მე-17 საუკუნიდან განასხვავებენ მინდვრისა და ბაღის ბარდას. შაქრის ბარდა, რომელსაც ფრანგებმა მალევე უწოდეს mange-tout და რომელსაც მთლიანი პარკების სახით მიირთმევდნენ, ფრანგულ ბაზარზე საფრანგეთის ელჩმა შეიტანა ჰოლანდიიდან ჰენრი IV-ის პერიოდში. 1660 წლის იანვარში, როგორც დიდი მოვლენა, მწვანე ბარდა გენუადან კალათით წარუდგინეს ლუის XIV-ს; მეფეს და დედოფალს ასევე წარუდგინეს ბარდის სხვადასხვა კერძი. ის მაშინვე გადაიტანეს მიწაში, შუშის ქვეშ, რათა სიცივისაგან დაცული ყოფილიყო. როგორც მიხვდით, ბარდა ძვირფას დელიკატესად ითვლებოდა. Green peas თანამედროვე ბარდა მე-19 საუკუნის ბოლოს გახდა ცნობილი.

აგრეთვე წაიკითხეთ

მეტი საიტზე