მუცლის ცეკვები

14.09.2009

უფრო და უფრო მეტი ქალი ირჩევს მუცლის ცეკვებს აერობიკის და ფიტნესის ნაცვლად, რადგანაც ის არა მარტო აძლიერებს კუნთებს, არამედ ამკვრივებს სხეულს.

რა არის მუცლის ცეკვები?

ეს ემოციური და ექსპრესიული ცეკვა აღმოსავლეთის ქალებისთვის არა მარტო ხელოვნება, არამედ, არც მეტი არც ნაკლები, მზადებაა მშობიარობისთვის. მუცლის ცეკვებში ძირითადად მუცელი და თეძოები მოძრაობს, შემდეგ ემატება ხოლო შემდეგ უმატებთ ხელები და მკლავები. თქვენ ასევე აკეთებთ შიმის - თეძოების ვიბრაციულ მოძრაობას, რაც იყოლიებს მუცელს. არ უნდა დაივიწყოთ აღმოსავლური მუსიკა. მოცეკვავე მუსიკის რიტმს თავისი ცეკვით აჩვენებს და აღწევს შინაგან ჰარმონიას. აღმოსავლური ცეკვისა და მისი ტექნიკის პროფესიონალურ დონეზე შესწავლას წლები სჭირდება. belly2

ცეკვა სხეულის ჰარმონიისთვის

მუცლის ცეკვა ავარჯიშებს მუცლის კუნთებს, თეძოებსა და დუნდულებს, შეგვიძლია, გვქონდეს თხელი და ნაზი წელი. ის დადებით გავლენას ახდენს სისხლის მიმოქცევისა და სასუნთქ სისტემებზე. ამასთან, ეხმარება მდედრობით სქესს მოდუნებასა და ფსიქოლოგიურ დასვენებაში, საკუთარი მომხიბვლელობისა და ქალურობის აღმოჩენაში.

მუცლის ცეკვის სხვა სარგებელი:

  • ხელს უწყობს მონელებას - მუცლის ცეკვის კიდევ ერთი სარგებელი მონელების პროცესის ხელშეწყობაა. როდესაც საქმე უკეთეს და სწრაფ მონელებას ეხება, მუცლისა და სხეულის მოძრაობები, რომლების მუცლის ცეკვის დროს სრულდება, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მონელების პროცესს.
  • აყუჩებს მენსტრუალურ ტკივილს - მენჯის კუნთების გამკვრივებითა და სისხლმომარაგების გაუმჯობესებით მენსტრუალური ტკივილი ნაკლებად გამოხატულია.

აგრეთვე წაიკითხეთ

მეტი საიტზე