პეროგი “პასტელ დე ჩოკლო”

17.09.2014

უყურეთ ვიდეოს და მოამზადეთ ჩვენთან ერთად!

გადაუწურეთ სითხე ბონდუელის შავ უკურკო ზეთის ხილს. საქონლის ხორცი უნდა დავჭრათ ძალიან წვრილ ზოლებად; ასევე ქათამიც. ახლა საქონლის ხორცს დაუმატეთ მარილი, ნიორი, კვლიავი და შავი წიწაკა. მაღალ ცეცხლზე მოთუშეთ 8 წუთის განმავლობაში. ქათამი შეასუნელეთ: დაუმატეთ მარილი და პილპილი. სანამ ხორცი იწვება ბლენდერში ან სანაყში დანაყეთ სიმინდი მანამ, სანამ სქელი პიურეს მსგავს მასას არ მიიღბთ. ნაზავს დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი, რძე, პილპილი და ერთი სუფრის კოვზი ზეთი; ამოურიეთ კარგად. ახლა ცოტაოდენი კარაქი ჩადეთ კერამიკის ჯამში, შემდეგ ერთ ფენაზე დადეთ სიმინდის ნარევი, შემდეგ ხორცის ფენა, შემდეგ ქათმის ნაჭრები, ზეთის ხილი და ეს ყველაფერი კვლავ სიმინდით დაფარეთ. შედგით 150 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და გამოაცხვეთ 15 წუთის განმავლობაში, ბოლო 10 წუთი აუწიეთ ტემპერატურას 220 გრადუსამდე. მიირთვით ცხელი და დატკბით ჯანმრთელი პეროგით “პასტელ დე ჩოკლო”.

ამ კერძის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტების ჩამონათვალი:

პეროგი “პასტელ დე ჩოკლო”

აგრეთვე წაიკითხეთ

მეტი საიტზე