პროვანსული მოშუშული

25.09.2014

უყურეთ ვიდეოს და მოამზადეთ ჩვენთან ერთად!

ბონდუელის თეთრ ლობიოს გადაუწურეთ სითხე და გადმოიღეთ თეფშზე. ახლა დაჭერით ბადრიჯანი და კვახი; ზოლებად დაჭერით ბულგარული წიწაკა. გააცხელეთ ზეითუნის ზეთი ღრმა ტაფაში და დაბრაწეთ გატარებული ხორცი 5-7 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ მარილი, პილპილი, ერთი ჭიქა მომზადებული ბულიონი, წიწაკა, ბადრიჯანი, კვახი, ლობიო, ბარდა და პომიდორი თავისივე წვენით. შეაზავეთ მწვანილეულით: ველური თავშავა, ბაზილიკი და როზმარინი, დაახურეთ თავზე და დატოვეთ ცეცხლზე 15 წუთი. დატკბით ფრანგული რეცეპტის მიხედვით მომზადებული გემრიელი და ჯანმრთელი პროვანსალური მოშუშულით.

ამ კერძის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტების ჩამონათვალი:

პროვანსალური მოშუშული

აგრეთვე წაიკითხეთ

მეტი საიტზე