ეს საიტი იყენებს ქუქიებს მონაცემების შესანახად. საიტის გამოყენების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ამ ფაილების გამოყენებას.
კაროტინოიდები, რომლებსაც ყვითელი ფერის ბოსტნეული შეიცავს, როგორც წესი, ნივთიერებათა კომპლექსურ ჯგუფს წარმოადგენს. მასში შედის: ბეტა-კაროტინი, ლუთეინი, ზეაქსანტინი და ლიკოპენი. უფრო მეტიც, თითოეულ კაროტინოიდს განსხვავებული უნარები გააჩნია. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:
ადამიანის სხეულს აქვს უნარი, კაროტინოიდები გარდაქმნას A ვიტამინად, რომელიც ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის შეუცვლელი ელემენტია. იგი აძლიერებს იმუნურ სისტემას და აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. კაროტინოიდები ასევე საჭიროა მხედველობის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ვინაიდან ისინი ხალის შემადგენელი კომპონენტებია - თვალის იმ ნაწილის, რომელიც პასუხისმგებელია მხედველობაზე. ამას გარდა, ყვითელი და სტაფილოსფერი ბოსტნეული სხეულს იცავს მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან. იმ ადამიანების კანი, რომელთა დიეტა კაროტინოიდებით მდიდარია, გვიან ბერდება. კაროტინოიდები ასევე აუმჯობესებს ძვლების მდგომარეობას, აძლიერებს მათ. ეს პიგმენტები ასევე გვიცავენ თავისუფალი რადიკალებისგან, რომლებიც მრავალი სიმსივნური დაავადების გამომწვევია. მამაკაცები, რომლებიც არასაკმარის ყვითელ და სტაფილოსფერ ბოსტნეულს იღებენ პროსტატის კიბოს განვითარების აშკარა რისკის ქვეშ არიან. კაროტინოიდები ამცირებენ საშვილოსნოს ყელის, ფილტვების და საჭმლის მომნელებელი სისტემის კიბოს განვითარების რისკს და გვიცავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან სისხლში ქოლესტერინის რაოდენობის შემცირებით. ყვითელი და სტაფილოსფერი ბოსტნეულის ჯგუფში შედიან: