რამდენი კალორია და რა კვებითი ღირებულება აქვს თქვენს საკვებს

26.02.2014

ჯანმრთელი და ლამაზი კერძები თქვენი ჯანმრთელობისა და სილამაზისათვის

არ აქვს მნიშვნელობა რისთვის ითვლით კალორიებს - წონის დასაკლებად, წონის შესანარჩუნებლად თუ ყოველდღიური ნორმის კონტროლისათვის - თქვენ კვლავ შეგიძლიათ იკვებოთ მრავალფეროვნად. ყოველდღიურად მისაღები კალორიების ზღვრის დაწესება სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენ ერთი და იგივე საკვები უნდა მიიღოთ. პირიქით, ეს შეიძლება საკმაოდ კარგი შანსი იყოს იმისათვის, რომ თქვენს რაციონში ახალ-ახალი კერძები ჩასვათ. გადახედეთ ჩვენს კალორიების ცხრილებს სხვადასხვა პროდუქტისა თუ კერძისათვის და მრავალი ვარიანტიდან შეარჩიეთ თქვენთვის მისაღები ისე, რომ იკვებოთ ლამაზად და გემრიელად. კალორიების ცხრილები

არ დაგავიწყდეთ გაანებივროთ საკუთარი თავი

თქვენ შეგიძლიათ ერთდროულად მოამზადოთ ლამაზი კერძები და შეინარჩუნოთ კალორიული ზღვარი. და დესერტი? დროდადრო ყველას სურს, გაანებივროს თავი შოკოლადით, ნაყინითა თუ ნამცხვრით, და ამაში ცუდი არაფერია. დაგეგმეთ თქვენი ყოველდღიური რაციონი დესერტის გათვალისწინებით - ჩვენს ცხრილებში დესერტის უამრავ ვარიანტს იპოვით. ჩვენი კალორიების ცხრილები დაგეხმარებათ იოლად განსაზღვროთ, თუ რამდენი კალორიაა თქვენს მომხიბვლელ სადილში.

აგრეთვე წაიკითხეთ

მეტი საიტზე