ეს საიტი იყენებს ქუქიებს მონაცემების შესანახად. საიტის გამოყენების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ამ ფაილების გამოყენებას.
ფიზიკური აქტივობა დღეში მინიმუმ 30-45 წუთი უნდა ივარჯიშოთ. რეგულარული ზომიერი დატვირთვა ჯანმრთელ დიეტასთან ერთად ხელს უშლის ჰიპერტონიის განვითარებას. ასევე აფერხებს დიაბეტის განვითარებას და ამცირებს ქოლესტერინის დონეს.
ცეხვილი პური
მარცვლეული პროდუქტები ორგანიზმის ენერგიის ძირითადი წყაროა. ისინი შეიცავს მინერალებსა და ვიტამინებს, ასევე ბოჭკოს, რომელიც აწესრიგებს საჭმლის მონელების პროცესს. თქვენი ყოველდღიური რაციონი მინიმუმ 5 პორცია ცეხვილ პროდუქტს უნდა შეიცავდეს.
ხილი და ბოსტნეული
ხილი და ბოსტნეული, როგორც ძირითადი საკვების ნაწილი მინიმუმ 5-ჯერ უნდა მიიღოთ დღეში. ჩვენი დიეტა უნდა გავამდიდროთ ახალი, გაყინული თუ გამომშრალი ხილითა და ნატურალური წვენებით.
რძე და რძის პროდუქტები
რძე და რძის პროდუქტები კალციუმის მნიშვნელოვანი წყაროა, რომელიც შეუცვლელია ჯანმრთელი ძვლებისა და კბილებისათვის. მიიღეთ მინიმუმ 3-4 პორცია რძე ან რძის პროდუქტები იოგურტის, კეფირის ან ყველის სახით.
ცილოვანი პროდუქტები
ხორცი, თევზი, პარკოსნები და თხილეული ცილების, მინერალებისა და B ჯგუფის ვიტამინების მნიშვნელოვანი წყაროა ყოველდღე ამ პროდუქტების ორი პორცია უნდა მივიღოთ.
ცხიმები ცხიმები უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ კერძების დანამატის სახით. თქვენს რაციონში არსებული ცხიმები თევზის, თხილეულის ან მცენარეული უნდა იყოს. შესაწვავად გამოიყენეთ ზეითუნის ან მცენარეული ზეთი.
იხილეთ მეტი:
დიეტები – საუკეთესო დიეტების შერჩევა ჯანმრთელი კვების ტიპები