ეს საიტი იყენებს ქუქიებს მონაცემების შესანახად. საიტის გამოყენების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ამ ფაილების გამოყენებას.
ტრადიციული ხარშვის პროცესი 100 °C-ზე მიდის. ამისთვის საჭიროა, პროდუქტი მდუღარე წყალში ჩადოთ. ორთქლზე მომზადების დროს პროდუქტის წყალთან კონტაქტი არ ხდება და პირიქით - მანძილი მათ შორის 6-7 სმ-ია. მთელი პროცესის განმავლობაშ ტემპერატურა 120 °C-ია. ტრადიციული ხარშვისაგან განსხვავებით, ორთქლზე მომზადების დროს პროდუტს მარილის დამატება არ სჭირდება, რადგან ძალიან იოლად შეიძლება დამლაშდეს. ამის მაგიერ შესაძლოა, გამოიყენოთ ცოცხალი თუ გამომშრალი მწვანილეული. უკეთესი არომატისთვის მდუღარე წყალში შეიძლება დაუმატოთ ცოტაოდენი ცოცხალი მწვანილი ან ბულიონის კუბები. მოხარშული თუ მოწალული ბოსტნეული შეგიძლიათ გამოიყენოთ სალათების, წვნიანებისა თუ გარნირისათვის. მომზადების შემდეგ დარჩენილი წყალი შესაძლოა გამოიყენოთ, როგორც ბულიონი სხვადასხვა წვნიანისათვის ან მოამზადოთ სოუსი. არ არის აუცილებელი ბულიონი მაშინვე გამოიყენოთ. შეგიძლიათ გაყინოთ და მოგვიანებით გამოიყენოთ.
ისიამოვნე და შექმენი ახალი ბონდუელთან ერთად: ორთქლზე მომზადებისა და მოხარშვის საიდუმლო