როგორ დავაწყოთ დანა-ჩანგალი მაგიდაზე

28.02.2015

დანა-ჩანგლის ევროპულად გაწყობა გულისხმობს ჩანგლების მარცხნივ, ხოლო დანებისა და კოვზების მარჯვნივ გაწყობას მათი გამოყენების რიგითობის მიხედვით. ერთნაირი, პრიალა დანა-ჩანგალი თეფშის ორივე მხარეს ეწყობა, თავდაპირველად გამოსაყენებელი დანა-ჩანგალი - კიდეში.

ჩანგლები ცივი და ძირითადი კერძისთვის თეფშის მარცხნივ იდება, ხოლო მარჯვენა მხარეს - დანა ცივი კერძისათვის, კოვზი წვნიანისთვის და დანა ძირითადი კერძისთვის. თევზი თუ გაქვთ მენიუში, ჩვეულებრივი დანა-ჩანგლის მაგიერ მაგიდაზე თევზის სპეციალური დანა-ჩანგალი უნდა გააწყოთ, რომლითაც თევზის ფხებისგან გამორჩევა უფრო იოლია. წვნიანის კოვზი მარჯვნივ იდება დანებს შორის. ყავის/ჩაის კოვზი თეფშის ზემოთ უნდა განთავსდეს და მიმართული იყოს მარჯვნივ. აქვე უნდა იყოს დესერტის ჩანგალი, მხოლოდ საპირისპირო მიმართულებით. უნაკლო თანმიმდევრობა და სიმეტრია გადამწყვეტია უნაკლო სუფრისათვის. ბოლოს კი, დანა-ჩანგალი მაგიდის კიდიდან 1 სმ-ზე უნდა განლაგდეს. ვიწრო მაგიდის შემთხვევაში, დესერტის ჩანგალი და ყავის/ჩაის კოვზი შეგიძლიათ საერთოდ არ დადოთ და ისინი დესერტთან ერთად მიიტანოთ მაგიდაზე. როგორ დავაწყოთ დანა-ჩანგალი მაგიდაზე

გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი გამოცდილება და ერთად სცადეთ მაგიდის გაწყობა ახლებურად.

შთაგონება წვეულებისათვის – რჩევები, ხრიკები, წესები და ეტიკეტი/

აგრეთვე წაიკითხეთ

მეტი საიტზე