როგორ შევავსოთ A ვიტამინის დეფიციტი?

19.05.2015

კარგად დაბალანსებული დიეტისა და A ვიტამინის ნორმალური შეწოვის პირობებში მისი დეფიციტი არ უნდა განვითარდეს. საკვებიდან A ვიტამინის მიღების სამი წყარო არსებობს, რომლებიც მის სამ ფორმას შეესაბამება. რეტინოლი ცხოველურ პროდუქტებშია, ბეტა-კაროტინს (პროვიტამინი A) ძირითადად მცენარეებიდან ვიღებთ, ხოლო A კაროტინოიდები ცხიმებიდან სინთეზირდება. ორგანიზმში A ვიტამინის დეფიციტი რამდენიმე შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს: შემცირებული შეწოვისას, მწირი დიეტის შემთხვევაში (ცილებისა თუ ცხიმების დეფიციტის დროს), ალკოჰოლისა თუ თამბაქოს მოხმარებისას და ბავშვებსა თუ ხანდაზმულებში არასწორი დიეტით. A ვიტამინის დეფიციტი გამოვლინდება: ძალიან მშრალი, უხეში კანით იდაყვებსა და მუხლებზე, ასევე მკლავებსა თუ ბარძაყებზე; დაქვეითებული მხედველობა (ამბლიოპია) ბურუსში და ღამე; სიბნელეში შენელებული აკომოდაციით და თვალის სიმშრალით. A ვიტამინის მიღება შესაძლებელია როგორც ცხოველური, ასევე მცენარეული პროდუქტებით. ცხოველურ პროდუქტებში A ვიტამინი ყველაზე დიდი რაოდენობით საქონლის გულ-ღვიძლში, ზოგიერთი თევზის სახეობასა და კვერცხშია. მცენარეული პროდუქტებიდან მას დიდი რაოდენობით შეიცავს სტაფილო, ისპანახი, მწვანე ბარდა, სალათის ფოთოლი, გარგარი, ატამი, ქლიავი და გოგრის თესლი.

დაიწყეთ დღესვე: გაამდიდრეთ თქვენი რაციონი A ვიტამინით და იგრძენით თავი უკეთესად

აგრეთვე წაიკითხეთ

მეტი საიტზე