ეს საიტი იყენებს ქუქიებს მონაცემების შესანახად. საიტის გამოყენების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ამ ფაილების გამოყენებას.
ზამთრის შემდეგ ჩვენი სხეული დასუსტებულია მზის სხივების ნაკლებობის გამო, რომელიც ამაღლებს ჩვენს გუნება-განწყობას და წარმოქმნის ვიტამინ D-ს. ამასთან, საკვები, რომელსაც ზამთრის განმავლობაში ვიღებთ, არცთუ ისე დიდი რაოდენობით ვიტამინებს შეიცავს. ამიტომ ზამთრის ბოლოს მნიშვნელოვანია, ორგანიზმს საკმარისი რაოდენობით ვიტამინები მივცეთ, რათა ვიგრძნოთ თავი ენერგიულად, ბედნიერად, ძლიერად და ჯანმრთელად. დარწმუნდით, რომ თქვენი რაციონი შეიცავს:
ბოსტნეული - ვიტამინების მდიდარი წყაროა. უამრავი შესანიშნავი ბოსტნეული არსებობს, რომლებიც ორგანიზმისათვის საჭირო ყველა ვიტამინს შეიცავს. გაყინული ბოსტნეული არაჩვეულებრივი არჩევანია გაზაფხულისათვის, ვინაიდან ისინი დიდი რაოდენობით ვიტამინებს შეიცავენ და იოლი მოსამზადებელია. მათგან საუცხოო კერძების მომზადებაა შესაძლებელი!
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: სტრესი ამცირებს თქვენი ორგანიზმის უნარს შეიწოვოს ვიტამინები. ასე რომ, დაიმახსოვრეთ - შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მიირთვით ბოსტნეული!