რუსული კულებიაკა

01.04.2015

უყურეთ ვიდეოს და მოამზადეთ ჩვენთან ერთად!

გადაუღვარეთ წყალი ყვავილოვან კომბოსტოს და ჩადეთ ცივში. კარაქის ნაჭერი დადეთ ტაფაზე, დაუმატეთ გაყინული დაჭრილი ბონდუელის სოკო წვრილად დაჭრილ ხახვსა და ნიორთან ერთად. დაუმატეთ ეს პროდუქტები მიქსტურას და მოშუშეთ მაღალ ტემპერატურაზე 3 წუთის განმავლობაში. გადმოიღეთ სოკოს მიქსტურა თეფშზე და პატარა ნაჭრებად დაჭერით თევზის ფილე. დაუმატეთ ცოტაოდენი კარაქი ტაფაზე და დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში შეწვით თევზის ფილე. დაუმატეთ თევზის ფილე სოკოს, დაამატეთ რგოლებად დაჭრილი ზეთის ხილი და ახალი ხახვი. შეაზავეთ მარილითა და ცოტაოდენი არაჟნით და კარგად ამოურიეთ. აიღეთ წინასწარ გაფუებული ცომი, ჩადეთ თევზისა და სოკოს მიქსტურა ცომის შუაგულში, ხოლო ცომის კიდეები შეაერთეთ. დადეთ ცხიმიან პირექსის ტაფაზე და გამოაცხვეთ 25 წუთის განმავლობაში, ზემოდან მოასხით ათქვეფილი კვერცხი და კიდევ 10 წუთით დატოვეთ ცეცხლზე. მიირთვით ყვავილოვან კომბოსტოსა და არაჟანთან ერთად და დატკბით ნაციონალური რუსული კერძით.

ამ კერძის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტების ჩამონათვალი:

რუსული კულებიაკა

აგრეთვე წაიკითხეთ

მეტი საიტზე