ეს საიტი იყენებს ქუქიებს მონაცემების შესანახად. საიტის გამოყენების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ამ ფაილების გამოყენებას.
C ვიტამინი ყველაზე პოპულარული ვიტამინია, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს და გაციებისათვის უებარ წამლად ითვლება. ამიტომ ის უბრალოდ საჭიროა სახლის აფთიაქისათვის, განსაკუთრებით შემოდგომისა და ზამთრის დაავადებებისათვის. მისი რეგულარული მიღება ამცირებს გაციების რისკს და განსაკუთრებით სჭირდებათ ადამიანებისათვის, რომლებიც ვარჯიშობენ ან ფიზიკურად მუშაობენ. C ვიტამინი ამაგრებს სისხლძარღვებს და, შესაბამისად ხელს უშლის სისხლდენასა და სისხლჩაქცევებს. ის ასევე ასტიმულირებს "ცუდი" ქოლესტერინის ჟანგვის პროცესს და შესაბამისად ამცირებს ათეროსკლეროზული დაავადებების განვითარების რისკს. C ვიტამინის დეფიციტმა შესაძლოა, გამოიწვიოს კაპილარების კედლის სისუსტე. ამასთან, ვინაიდან ეს ვიტამინი ხელს უწყობს რკინის შეწოვას, იწვევს ანემიას. C ვიტამინით ნომერ პირველი, ყველაზე მდიდარი საკვები კომბოსტოსებრთა და კენკროვანი ოჯახის წარმომადგენლები არიან. მეორე ადგილზეა კარტოფილი, მესამე - ყვითელი და მწვანე ხილი და ბოსტნეული, ხოლო მეოთხე ადგილზეა დანარჩენი ხილი და ბოსტნეული (მარწყვი, ჟოლო). ცხოველური საკვები ძალიან მცირე რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს.