ეს საიტი იყენებს ქუქიებს მონაცემების შესანახად. საიტის გამოყენების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ამ ფაილების გამოყენებას.
ორივე, ყვავილოვანი კომბოსტო და მისი განსაკუთრებული ნაირსახეობა - რომანესკო, საუკეთესო ნიმუშია ფრაქტალის კონცეფციის ასახსნელად. ფრაქტალი თავდაპირველად 70-იან წლებში იელის უნივერსიტეტის ფრანგმა მეცნიერმა, მათემატიკოსმა ბენოიტ მანდელბორტმა აღმოაჩინა. ფრაქტალის მნიშვნელოვანი თვისება თვითმსგავსებაა. ყვავილოვანი კომბოსტოს თითოეული ყვავილედი მთელის დაპატარავებული ნიმუშია. ფრაქტალმა გამოყენება ფართოდ პოვა ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა მედიცინა, ჰიდროლოგია და ფინანსები.
რომენასკო - ეს განსაცვიფრებელი ბოსტნეული ყვავილოვანი კომბოსტოს ეგზოტიკური ვარიანტია. თუ თქვენ უცნაურად გეჩვენებათ ეს ბოსტნეული, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ის ფრაქტალის მსგავსია. პრინციპში, რომანესკოს თითოეულ ყვავილედში არსებული სპირალი ფიბონაჩის პატერნს იმეორებს. ასე რომ, გამოიყენეთ რომანესკო თქვენს კერძში და შთაბეჭდილება მოახდინეთ თქვენს ბერძენ მათემატიკოს მეგობარზე ;).