როგორ მოვამზადოთ სალათი ქილაში:
ძალიან იოლია სუფრასთან მიიტანოთ რაღაც განსაკუთრებული, მოდური და მომხობვლელი.
- ამისათვის მხოლოდ რამდენიმე მინის ქილა გჭირდებათ. უკეთესია ქილები ერთი ზომის და ფორმის თუ იქნება. ამიტომ ქილების შეგროვება წვეულებამდე ცოტა ადრე დაიწყეთ (ამისათვის ბონდუელის ქილებიც არაჩვეულებრივი იქნება) ან უბრალოდ შეიძინეთ ერთნაირი ქილები მაღაზიაში.
- კარგად გარეცხეთ ქილები და დარწმუნდით რომ ისინი უნაკლოდ გამოიყურებიან და არანაირი სუნი არ აქვთ.
ყველაზე საინტერესო ამის შემდეგ იწყება:
საუკეთესო იქნება, თუ ინგრედიენტები კონტრასტული და მკვეთრი იქნება. ან თუნდაც შექმენით სალათი-ცისარტყელა ნაირ-ნაირი ფერებით.
- მოამზადეთ ინგრედიენტები. მეტი მომხიბვლელობისათვის შეგიძლიათ დაჭრათ ისინი სხვადასხვა ფორმებად.
- ამის შემდეგ ისინი ფენებად ჩაალაგეთ ქილაში.
- სოუსი ცალკე ჭურშლით მიიტანეთ, ან მოასხით სალათს თავზე ისე, რომ შიგნით არ ჩავიდეს.
- ამას გარდა, შეგიძლიათ თემატურად გააფორმოთ ქილები.