სატაცური სამფეროვანი ბოსტნეულია

14.09.2009
ჩვენ ვყიდულობთ მწვანე, ღია იასამნისფერ და თეთრ სატაცურს. ეს ერთი და იმავე მცენარის ნაირსახეობაა იმის მიხედვით, თუ როგორი განათების პირობებში იზრდება. სატაცური მწვანეა სრული განათების პირობებში, თეთრი სატაცური სინათლისაგან მიუწვდომელ ადგილას მიიღება, ხოლო იასამნისფერ შეფეროლობას სატაცური ნაწილობრივი განათების პირობებში იღებს.
asparagus
როგორ უნდა მიირთვათ სატაცური?
სატაცური ნებისმიერი სახით შეგიძლიათ მიირთვათ: უმი, მოწალული, მოხარშული, გრილზე შემწვარი თუ გამომცხვარი. სატაცურის გრძელი ღეროები ვერტიკალურ მდგომარეობაში უნდა მოხარშოთ. არ არის საჭირო, შეიძინოთ სატაცურის მოსაწალად სპეციალური ჭურჭელი, უბრალოდ მომზადების დროს სატაცურის ღეროები ვერტიკალურად მოათავსეთ ჭურჭელში, ისე, რომ ღეროები მეტად, ხოლო ნაზი ზედა ყლორტები ნაკლებად მოიწალოს.

აგრეთვე წაიკითხეთ

მეტი საიტზე