შაქარი თქვენს რაციონში

29.04.2015

შაქარს ხშირად "ჩუმ მკვლელსაც" უწოდებენ. ის პრაქტიკულად ყველგანაა: წვენებში, სასმელებში, ტკბილეულში, ბურღულეულსა და ა.შ. შაქრის უარყოფითი გავლენა იმუნურ სისტემაზე მიღებიდან 30 წუთში იწყება. მაგალითად, შაქრით მდიდარი საკვები ზრდის სისხლში შაქრის შემცველობას და, შესაბამისად, იწვევს სხვადასხვა დაავადებას, გუნება-განწყობის ცვლილებას, წონის მატებას, დაღლილობას, თავის ტკივილს, ჰორმონალურ დარღვევებსა და ა. შ. შაქარი არანაირ საკვებ ნივთიერებებს არ შეიცავს, ის მხოლოდ კალორიებია. როდესაც, როგორღაც დაამარცხებთ ლტოლვას და შეწყვეტთ შაქრის მიღებას, შედეგიც არ დააყოვნებს. თქვენ აშკარად იგრძნობთ ენერგიის მატებას, წონის კლებასა და იმუნიტეტის გაუმჯობესებას. ნაკლები შაქრის მიღება თავდაპირველად შესაძლოა, შეუძლებლად მოგეჩვენოთ, თუმცა ის იმაზე იოლია, ვიდრე თქვენ გგონიათ. უბრალოდ გაითვალისწინეთ რამდენიმე გამოსადეგი რჩევა: შოკოლადი და სხვა ტკბილეული ახალი თუ გამომშრალი ხილით ჩაანაცვლეთ. მართალია, ხილიც ტკბილია, მაგრამ ის ასევე შეიცავს ძალიან მნიშვნელოვან ვიტამინებს, მინერალებსა და ბოჭკოს; ასევე შეამცირეთ ფერად-ფერადი სასმელების რაოდენობა. ჩაანაცვლეთ ისინი ახლად გამოწურული 100%-ით ნატურალური ხილის წვენით, მინერალური წყლით ან უშაქრო ჩაით. ამას გარდა, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნატურალური თაფლი, როგორც შაქრის შემცვლელი თქვენს ყოველდღიურ რაციონში.

შაქრის მცირე რაოდენობა თქვენს რაციონში აუმჯობესებს თქვენს იმუნურ სისტემას.

აგრეთვე წაიკითხეთ

მეტი საიტზე