სოკოების ძალა

16.10.2014

მეცნიერები ამბობენ, რომ სოკოებს უნიკალური სარგებლობა მოაქვთ ჩვენი ჯანმრთელობისთვის. რომ აღარაფერი ვთქვათ ცილების, ადვილად მოსანელებელი ნახშირწყლებისა და ცხიმების დიდი ოდენობით შემცველობაზე, სოკო D და B ვიტამინების მდიდარი წყაროა. ის ასწვე შეიცავს სხვადასხვა მინერალს, როგორიცაა ფოსფორი, კალიუმი, რკინა, სპილენძი და სელენიუმი.

D ვიტამინის ბუნებრივი წყარო

D ვიტამინი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია კალციუმისა და ფოსფორის შეწოვისათვის და შესაბამისად, აშლიერებს და ინარჩუნებს ძვლების ჯანმრთელობას. ის ძირითადად ხელს უშლის ოსტეოპოროზსა და სახსრების დაავადებებს და იცავს ჩვენს სხეულს კუნთების დასუსტებისგან. D ვიტამინის მთავარი წყარო თვითონ სხეულია, რომელიც მას გამოიმუშავებს მზის დასხივების შედეგად. შემოდგომასა და ზამთარში, როდესაც სინათლის ოდენობა არასაკმარისია, ორგანიზმი შესაძლოა განიცდიდეს D ვიტამინის ნაკლებობას. ამის თავიდან ასარიდებლად, კარგი იქნება დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი დიეტა დიდი ოდენობით სოკოს შეიცავს. 100 გ სოკო D ვიტამინის ყოველდღიური მოთხოვნილების 4%-ს შეესაბამება.

Stop Heart Diseaseშეაჩერეთ გულის დაავადებები

სოკოს ასევე დადებითი ეფექტი აქვს გულსისხლძარღვთა სისტემაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ამცირებს სისხლში ქოლესტერინის ოდენობას. ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლოვასტატინი - ნაერთი რომელიც ამცირებს ქოლესტერინის გამომუშავებას, ამცირებს მის შეწოვას საჭმლის მომნელებელი სისტემიდან. იმის გათვალისწინებით, რომ სოკო მდიდარია კალიუმით, იგი არეგულირებს სისხლის წნევას და შესაძლოა, შეამციროს გულის შეტევის რისკი. სოკოში არსებული სპილენძი ასევე ეხმარება სისხლის მიმოქცევის სისტემას ფუნქციონირებაში.

საუკეთესო გზა წონაში დასაკლებად

გამოკვლევები სოკოებსა და მათ გავლენაზე წონის კონტროლისას აჩვენებენ, რომ კალორიულობაზე დაფუძნებულ სხვა დიეტებთან შედარებით, სოკოს დიეტის დროს შესაძლებელია ცხიმის ყველაზე დიდი ოდენობის დაწვა.

აგრეთვე წაიკითხეთ

მეტი საიტზე