ეს საიტი იყენებს ქუქიებს მონაცემების შესანახად. საიტის გამოყენების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ამ ფაილების გამოყენებას.
სომხეთი მდებარეობს რეგიონში, რომელიც მუდმივად განიცდიდა კულტურულ აღრევას სავაჭრო საქმიანობისა თუ ომებისა გამო. ჰკითხეთ სომეხს, ბერძენსა და თურქს ვაზის ფოთლებში ჩადებული ხორცის (რომელსაც სომხები ტოლმას ეძახიან) ან ბაქლავას (სომხურად ფახლავა) წარმომავლობის შესახებ და შემდეგ დააკვირდით მინი-ომს მათ შორის.
ნიგოზთან და ნიორთან ერთად, მაწონი მადის აღძვრისთვის კარგი საშუალებაა. ის უფრო პოპულარულია, ვიდრე არაჟანი ან "კრემ ფრეში" და გაცილებით უფრო დიეტურიც.
კონტინენტური ჰავის გამო ზაფხულის პერიოდში საკმაოდ ბევრია ხილი, ბოსტნეული თუ მწვანილეული. მათი დაკონსერვების ან გამოშრობის შედეგად კი არაჩვეულებრივი კერძები მზადდება ცივი ზამთრის პერიოდში. განსაკუთრებით პოპულარულია გარგარი, ატამი, ყურძენი და ბროწეული. გარგარი, სომხური ქლიავის სახელით ცნობილი (lat. Prunusarmeniaca), ნაციონალური სიმბოლოა. საკმაოდ პოპულარულია გარგრის ჯემი. ის მზადდება როგორც სახლის პირობებში, ასევე ქარხნულად - მრავალ საწარმოში. ახალ თუ გამომშრალ ხილს დესერტის სახით მიირთმევენ. ძირითადი აღმოსავლური კერძი, ბრინჯის ფლავი, გამომშრალი გარგრისა და ქლიავის ან შავი ჩამიჩისაგან მზადდება. სომხები ასევე დიდი რაოდენობით ბოსტნეულს მოიხმარენ. ძალიან გემრიელი და იოლი მოსამზადებელია მწვანე ლობიო შეზავებული კვერცხითა და პომიდვრით, თუმცა ბადრიჯანი ყველაზე უფრო მეტად მოხმარებადი ბოსტნეულია. მოხარშული, გამომცხვარი, გრილზე მომზადებული თუ შემწვარი ბადრიჯანი მრავალი ძირითადი კერძისა თუ სალათის შემადგენელი ნაწილია. სომხები ასევე ძალიან აფასებენ ისპანახისა თუ მჟაუნას მსგავს მწვანილეულს. ზაფხულის პერიოდში მთებში მოყვანილი უამრავი მწვანილეული შეგიძლიათ იხილოთ მაღაზიებსა და ბაზრებში. სომხები საკმაოდ ცხარე კერძებს მიირთმევენ, რომელთაც შავი და წითელი წიწაკით ან სხვა სანელებლებით აზავებენ. ოხრახუში, ქინძი, რეჰანი, ქინძის თესლი, ტარხუნა და კამა ცოცხლად მოიხმარება ზაფხულის პერიოდში, ხოლო გამხმარი სახით - ზამთარში. არომატული ხმელთაშუა ზღვის პიტნა და ქონდარი, რომელიც მთებში იზრდება, არაჩვეულებრივია არა მარტო სანელებლების სახით, არამედ არომატული ჩაისთვისაც.
ვინაიდან სომხეთი ძირითადად ხმელეთით შემოსაზღვრული ქვეყანაა, თევზეული მაინც და მაინც ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა, პოპულარული თევზეულიდან აღსანიშნავია კალმახი, თეთრთევზა და კიბო.
ღვინო, ლუდი, კონიაკი და ოგჰუ (ხილისაგან დამზადებული მაგარი სპირტი) პოპულარული სომხური სასმელებია. ამ სასმელებს ადგილობრივები ხშირად გეახლებიან ჩვეულებრივ სადილზე, რაიმე განსაკუთრებული დღესასწაულის გარეშეც. ლუდი, რომელიც პირველად ბერძენმა ისტორიკოსმა აღწერა სომხეთში მოგზაურობისას, ათასობით წელია, რაც მზადდება. მას ძირითადად სხვადასხვა წასახემსებლებთან ერთად მიირთმევენ, როგორებიცაა თხილი, შებოლილი ხორცი ან ყველი, დამარინადებული თურქული ბარდა ან სტაფილო. ამასთან, საკმაოდ იშვიათად სვამენ ჭამის გარეშე. სახლში დამზადებული წვენები, გაზიანი მინერალური წყლები და ლიმონათები საკმაოდ ფართო მოხმარების საგანია. აღმოსავლური სტილის ყავა პატარა ფინჯნებით სადილის ფინალურ ნაწილს წარმოადგენს. ზრდასრული პოპულაციის უმეტესობა ასეთ ყავას დღეში 3-4-ჯერ მიირთმევს.
ფახლავა და ბუურმა ყველაზე ფართოდ გავრცელებული ტრადიციული ტკბილეულია, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯოთ. ნიგვზითა და დიდი ოდენობით შაქრით ან თაფლით მომზადებული, ის ქვეყნის უნიკალურობის სრულ სახეს დაგანახებთ. ასევე დესერტის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი გამომშრალი ხილი, ნიგოზი და მიწის თხილია.