თეთრი ბოსტნეული - ინფექციის მტერი

20.10.2014

თეთრი ფერის ბოსტნეული დიდ როლს ასრულებს, ჩვენი სხეულის კარგ ფორმაში შესანარჩუნებლად. მათი ყველაზე მნიშვნელოვანი ეფექტებია:

  • ანტიბაქტერიული ეფექტი
  • ანთების საწინააღმდეგო ეფექტი
  • დიასტოლური ეფექტი
  • სისხლში ქოლესტერინის დონის რეგულირება
  • კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირების რეგულირება

თეთრი ფერის ბოსტნეული ფლავონოიდების (ანტიოქსიდანტები) გამო ფასობს. ალიცინი, ნივთერება რომლებიც ააქტიურებს ორგანიზმის ანტიბაქტერიულ რეაქციებს. სწორედ ამიტომ მათ აქვთ უნარი, შეამსუბუქონ ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები და ასთმაც კი. ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის გამო შეუძლიათ, შეამცირონ მსხვილი ნაწლავის კიბოს, მკერდისა და პროსტატის კიბოს განვითარების რისკი. ისინი ასევე აბალანსებენ ჰორმონების დონეს და აქედან გამომდინარე, ჰორმონალური დარღვევებით გამოწვეული კიბოს განვითარების რისკსაც. თეთრი ფერის ბოსტნეულს შესაძლოა ასევე დადებითი გავლენა ჰქონდეს ჩვენს გულსისხლძარღვთა სისტემაზე. ისინი ამცირებს ქოლესტერინის მაღალ დონეს ორგანიზმში, ხელს უშლის ჰიპერტონიასა და თრომბების წარმოქმნას; ასევე ეფექტურად არეგულირებს კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებას და ხელს უშლიან მსხვილი ნაწლავის პოლიპების ფორმირებას. თეთრი ფერის ბოსტნეულის ჯგუფში შედიან:

  • ნიორი
  • ყვავილოვანი კომბოსტო
  • თეთრი ხახვი
  • პრასი
  • ვარდკაჭაჭა
  • კარტოფილი

აგრეთვე წაიკითხეთ

მეტი საიტზე