ეს საიტი იყენებს ქუქიებს მონაცემების შესანახად. საიტის გამოყენების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ამ ფაილების გამოყენებას.
წითელი ფერის ბოსტნეულს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მრავალი თვისება გააჩნია, რომელთაგან შეგვიძლია გამოვყოთ შემდეგი:
წითელი, განსაკუთრებით კი მკვეთრი წითელი ფერის ბოსტნეული ძირითადად გულის ჯანმრთელობაზეა ორიენტირებული. ეს გამოწვეულია მათში ლიკოპენის შემცველობით. იგი წარმოადგენს ანტიოქსიდანტს, რომელიც ხელს უწყობს გულის ნორმალურ ფუნქციონირებას და ამცირებს ქოლესტერინის დონეს. მას ასევე ახასიათებს დაბერებისა და კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება. ამ ჯგუფის ბოსტნეული შეიცავს დიდი ოდენობით კალიუმს, რაც გავლენას ახდენს გულის მუშაობის რიტმზე, ასევე არეგულირებს სისხლის წნევას. წითელი ფერის ბოსტნეული ასევე მდიდარია ანტოციანინით, რომელიც ბუნებრივი პიგმენტია სისხლძარღვების გასაძლიერებლად. კეროტინოიდები კიდევ ერთი სასარგებლო პიგმენტია, რომელიც აუმჯობესებს გუნება-განწყობას. კვლევების მიხედვით ოპტიმისტების ორგანიზმში ამ ნივთიერების 13%-ით მაღალი კონცენტრაცია აქვთ. ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი წითელი ფერის ბოსტნეულის ჯგუფში შემავალი ბოსტნეული: