წიწაკის სიცხარის სკალა

16.09.2014

წიწაკის სიცხარის საზომი

წიწაკის სიცხარე სკოვილის ერთეულებში იზომება. ქვედა ზღვარი ნულიდან იწყება, რომელიც სტანდარტულ ბულგარულ წიწაკას შეესაბამება. სკალა 1,000,000 სკოვილის ერთეულით მთავრდება - ერთადერთი წიწაკა, რომელიც მას შეესაბამება, ე.წ. ინდური "ბჰუთ ჯოლოკია" წიწაკაა. ის იმდენად ძლიერია, რომ ინდოეთის პოლიცია მას ყუმბარებში დებს ბრბოს იმობილიზაციისა თუ ტერორისტებთან ბრძოლისათვის. სიცხარის კოეფიციენტი განისაზღვრება იმ დონეზე, რომელზედაც მისი დაგემოვნებაა შესაძლებელი. ნულოვანი დონე ნიშნავს, რომ სიცხარე საერთოდ არ იგრძნობა. 1,000,000 კი ნიშნავს, რომ თქვენ ვერ გაუძლებთ მის სიცხარეს.

ნივთიერება, რომელიც წიწაკას სიცხარეს ანიჭებს, კაფსიაცინის სახელწოდებითაა ცნობილი. დოქტორმა ვილბურ სკოვილმა 1912 წელს მრავალი ექსპერიმენტის შედეგად შექმნა ეს საზომი მეთოდი და მას თავისი სახელი დაარქვა. მან თავის ხუთ გემოს ტესტერში მოსინჯა ყველა წიწაკა, რომლის მოპოვებაც შეძლო და სიცხარის საწყისი ბაზისი განსაზღვრა.

აგრეთვე წაიკითხეთ

მეტი საიტზე