ეს საიტი იყენებს ქუქიებს მონაცემების შესანახად. საიტის გამოყენების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ამ ფაილების გამოყენებას.
საჭმლის მომზადების ყველაზე გავრცელებული მეთოდები წარმოადგენს მათ გაცხელებას 100°C-ზე, როგორც წესი, წყალში ან ორთქლში. ამ პროცესის დროს, მაღალი ტემპერატურის სხვადასხვა საკვებ ნივთიერებებზე ზემოქმედების შედეგად, უმ პროდუქტში ხდება ცვლილებები. ვიტამინი C განსაკუთრებით მგრძნობიარეა მოხარშვის პროცესისადმი. კულინარულ პროცესებთან დაკავშირებული ვიტამინ C-ს დაკარგვა წარმოადგენს გამოკვლევების ხშირ თემას. მათ საფუძველზე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტრადიციული მოხარშვის დროს ვიტამინ C-ს შემცვლელობა ისპანახში 66%-ით შემცირდა, ბროკოლიში კი - 35%-ით. ბევრად ნაკლები დანაკარგი დაფიქსირდა ამ ბოსტნეულის ორთქლზე მომზადების დროს, შესაბამისად, 35% და 23%-ით. ვიტამინ C-ს უფრო დიდი დანაკარგი მოხარშვის დროს აგრეთვე შემჩნეულია წითელ კომბოსტოში. პროცესის ტიპსა და პირობებზე დამოკიდებული, ვიტამინ C-ს დანაკარგი უმ პროდუქტებში მერყეობს 16-დან 58%-მდე, მაშინ როცა იგივე მაჩვენებელი ორთქლზე მომზადების დროს არის 2-დან 34%-მდე. ბრიუსელის კომბოსტოსთვის ვიტამინის დანაკარგი წყალში ტრადიციული მოხარშვის დროს არის 34%, ორთქლზე მომზადების დროს კი 22%. კვლევების პროცესში დაფიქსირდა, რომ ვიტამინ C-ს დანაკარგი პირდაპირ კავშირშია საჭმლის მომზადების პროცესთან. ბოსტნეული კარგავს ნაკლებ ვიტამინ C-ს, თუ ჩადებთ მათ მდუღარე წყალში, და უფრო ბევრს, თუ ჩადებთ ცივ წყალში.