ბადრიჯნის ხვეულები
ინგრედიენტები
1 ნაწილი
ბადრიჯანი2
ხახვი1 წითელი
პომიდორი2
კბილი1 ნივრი
ბროწეულის მარცვლები50 გ
ნიგოზი50 გ
ზეთუნი ან მზესუმზირი
არაჟანი
კამა
მარილი
სამზარეულო
ბადრიჯნის ხვეულებს მდიდარი გემო აქვს, რაც განსაკუთრებულად ნივრისა და ნიგვზის დამსახურებაა. მისი მომზადება დიდ დროს არ წაგართმევთ, სამაგიეროდ, ოჯახის წევრებსა და სტუმრებს გემრიელად გაუმასპინძლდებით.
- კანიანად დაჭერით ბადრიჯანი 6 მმ სისქის ბრტყელ ნაჭრებად. მოაყარეთ მარილი ორივე მხარეს და გააჩერეთ 15 წუთით, შემდეგ მოაშორეთ გამოყოფილი სითხე ქაღალდის ხელსახოცის დახმარებით.
- შეწვით ნაჭრები ზეთში. ამოიღეთ ტაფიდან და დაწკრიტეთ ზედმეტი ცხიმისაგან.
- დაჭერით პომიდორი და ჯამში აურიეთ ნიორთან და ნიგოზთან ერთად.
- დაჭერით კამა. დაუმატეთ ჯამში 2–3 სუფრის კოვზი არაჟანი.
- დაუმატეთ ბროწეულის მარცვლები.
- მოაყარეთ მარილი, თუ საჭიროა.
- მიღებული მასა კოვზით მოათავსეთ ბადრიჯნის ნაჭრებზე და გადაახვიეთ.
- სუფრაზე: გააფორმეთ ხვეულები კამითა და ბროწეულის მარცვლებით.