წითელი ლობიო ნიგვზით

/ 5
45 წუთები
წითელი ლობიო ნიგვზით

ინგრედიენტები

1 ნაწილი
ლობიო500 გ
ნიგოზი1 ჭიქა
ნიორი4
ქინძი, ნიახური, ქონდარი3 ღერო
კოვზი ხმელი სუნელები0.5 ჩაის
ბროწეულის მარცვლები1

სამზარეულო

ამ კერძს ყველა ოჯახი თავისებურად ამზადებს. ნახეთ რეცეპტი ბონდუელისგან.
  1. კარგად გარეცხეთ ლობიო გამდინარე წყალში და საშუალო ცეცხლზე მოხარშეთ.
  2. საჭიროების შემთხვევაში რამოდენიმეჯერ დაუმატეთ წყალი, რათა არ დაიწვას ლობიო.
  3. როდესაც ლობიო მომზადდება, წვენი გადაღვარეთ სხვა ჭურჭელში.
  4. გაატარეთ ნიგოზი ნიორთან და მწვანილებთან ერთად.
  5. დაუმატეთ ხმელი ქინძი დანაყულ მასას და ცოტაოდენი ლობიოს წვენით გააზავეთ.
  6. ლობიოს მარცვლებს ზემოდან დაასხით ნიგვზის ნარევი ისე, რომ სრულად არ დაფაროს და ამოურიეთ.
  7. დაუმატეთ ცოტაოდენი ბროწეულის მარცვლები და შეაზავეთ მარილითა და პილპილით.
  8. სუფრასთან: მომზადებული კერძი ცოტა ხნის განმავლობაში დატოვეთ გასაგრილებლად. სუფრასთან მიიტანეთ სალათის ფოთლებით გაწყობილი და შესთავაზეთ სტუმრებს ხორციან კერძებთან ერთად.
მომზადებული კერძი ცოტა ხნის განმავლობაში დატოვეთ გასაგრილებლად. სუფრასთან მიიტანეთ სალათის ფოთლებით გაწყობილი და შესთავაზეთ სტუმრებს ხორციან კერძებთან ერთად.

შეაფასეთ რეცეპტი

1
2
3
4
5

სხვა რეცეპტები ამ კატეგორიაში

მეტი საიტზე