ეს საიტი იყენებს ქუქიებს მონაცემების შესანახად. საიტის გამოყენების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ამ ფაილების გამოყენებას.
ესპრესო
ეს ყველაზე კლასიკური ყავა იტალიური ყავის ტრადიციებთან ასოცირდება. ესპრესოსაგან სხვადასხვა ყავის სასმელი მზადდება. კრემისებური ქაფი თავზე მეტყველებს იმაზე, რომ ყავა სწორადაა მომზადებული. კლასიკური იტალიური ესპრესო ცილინდრის ფორმის პატარა ფინჯნით ისმება.
ესპრესო ლუნგო
"ლუნგო" ნიშნავს "გრძელს"; მზადდება უფრო მეტი წყლით და უფრო ხანგრძლივად, ვიდრე კლასიკური ესპრესო. ის უფრო მსუბუქია, თუმცა უფრო მწარე გემო აქვს.
კაპუჩინო
ეს განსაკუთრებით პოპულარული ყავაა, რომელიც კაპუჩინის ორდერის ბერების მიერ შეიქმნა. კაპუჩინო მსუბუქი სასმელია, რომელიც თანაბარი რაოდენობით შეიცავს: ესპრესოს, ცხელ რძესა და რძის ქაფს. სასმელს ზემოდან დარიჩინს ან გახეხილ შოკოლადს აყრიან.
ყავა ლატე
სახელიდან გამომდინარე ის უბრალოდ "რძიანი ყავაა". ლატეს დიდი ჭურჭლით მიირთმევენ: მაღალი ჭიქით ან განიერი ფინჯნით. ლატე როგორც წესი შეიცავს: 1/3 ესპრესო და 2/3 რძე.
ლატე მაკიატო
ლატე მაკიატო დიდ პორციაა, რომელიც სამ ფენას შეიცავს: სულ ქვედა - რძე, შუაში - ესპრესო და ზემოთ - რძის ქაფი. ყავის ამ სახეობას გრძელ ტარიანი კოვზით მიირთმევენ.
მოკა
მოკა ლატეს ერთ-ერთი სახესხვაობაა. ის შედგება 1/3 ესპრესოს, 1/3 ცხელი რძისა და 1/3 რძიანი შოკოლადისაგან. ლატეს ან კაპუჩინოსაგან განსხვავებით, მოკას არ აქვს ქაფი. მას როგორც წესი ათქვეფილ ნაღებთან ერთად მიირთმევენ.
იხილეთ მეტი ინფორმაცია და მიიღეთ შთაგონება: იტალიური სამზარეულო