იხვი ჩინურად
ინგრედიენტები
1 ნაწილი
მწვანე ხახვი12
კიტრი1
ჰოისინის სოუსი
ქლიავის ჯემი250 გ
კოვზი ჩერი1 სუფრი
დარიჩინი მწარე წიწაკა დაფქვილი კოჭა
ჩინური ორცხობილა
ფქვილი4 ჭიქა
მდუღარე წყალი1 ჭიქა
კოვზი ზეთი2 სუფრი
მარილი
იხვი2 kg
კოვზი სოიოს სოუსი2 სუფრი
კოვზი ყავისფერი შაქარი2 სუფრი
კოვზი ღვინის ძმარი1 სუფრი
სამზარეულო
იხვის, განსაკუთრებით კი პეკინის მიმდებარე ტერიტორიაზე გაზრდილი იხვის ხორცი ძალიან გემრიელია. მომზადების პროცესი საკმაოდ რთულია: იხვი უნდა გაპრიალდეს ბადაგით. ის საუკეთესოდ იწვება თიხით მოპირკეთებულ სხვადასხვა ხილის შეშით გახურებულ ღუმელში. სუფრასთან - გადაახვიეთ ორცხობილა და მიირთვით ხელით.
- მოათავსეთ იხვი მდუღარე წყალში 3 წუთის განმავლობაში. ამოიღეთ, დაწურეთ და ჩამოკიდებული გააშრეთ მთელი ღამის განმავლობაში.
- ერთმანეთში აურიეთ სოიოს სოუსი, ყავისფერი შაქარი და ღვინის ძმარი. ეს ყველაფერი კარგად შეაზილეთ იხვს და კვლავ ჩამოკიდეთ მომდევნო 4 საათის განმავლობაში.
- გაახურეთ ღუმელი 190 ºC. საცხობ ტაფაში ჩაასხით მცირეოდენი წყალი, დააფინეთ ცხიმწასმული ცვილის ქაღალდი და ზედ მოათავსეთ იხვი. გამოაცხვეთ 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუწიეთ ტემპერატურას 150 ºC-მდე და განაგრძეთ მომზადება კიდევ 1 საათის განმავლობაში.
- ჩინური ორცხობილა: აურიეთ ფქვილი და მარილი, დაუმატეთ წყალი და კარგად მოზილეთ ხელით. შეფუთეთ და დატოვეთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გააკეთეთ დაახლოებით 5 სმ სისქის ხვეული და დაჭერით ერთნაირი ზომის დაჭრებად; თითოეულს მიეცით ბურთის ფორმა. ბურთის ერთი მხარე ამოავლეთ ზეთში და უცხიმო მხრიდან დაადეთ მეორე ბურთზე. საბრტყელებელით გააბრტყელეთ 2 ორცხობილა ერთდროულად დაახლოებით 15 სმ დიამეტრზე. მოათავსეთ ორცხობილები ტაფაზე და გამოახცვეთ 1 წუთის განმავლობაში გაყავისფრებამდე. დაახურეთ თავზე და შეინახეთ თბილად იხვის მომზადებამდე.
- სოუსი: ერთმანეთში აურიეთ სოიოს სოუსი, ქლიავის ჯემი, ჩერი და სანელებლები. გადაიტანეთ ტაფაში და ურიეთ განუწყვეტლივ. შემდეგ გააგრილეთ და მოათავსეთ მაცივარში.
- დიაგონალურად დაჭერით მწვანე ხახვი და კიტრი.
- დაჭერით შემწვარი იხვი, დადეთ თითო ნაჭერი ორცხობილაზე ცოტაოდენ კიტრსა და ხახვთან ერთად და ზემოდან მოასხით ჩაის კოვზი ქლიავის სოუსი.
- სუფრასთან: გადაახვიეთ ორცხობილა და მიირთვით ხელით.