ომლეტი სიმინდით
ინგრედიენტები
1 ნაწილი
ტკბილი სიმინდი GOLD Bonduelle1 ქილა
კარტოფილი4 კარტოფილი
მწვანე ბულგარული წიწაკა1
კვერცხი2
სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი2
მარილი
წიწაკა
სამზარეულო
გულუხვი, ნოყიერი და ძალიან გემრიელი საუზმე. კლასიკური ომლეტი გამდიდრებულია სიმინდის ბუნებრივი ტკბილი გემოთი და მწვანე წიწაკით, რომელიც სრულყოფილს გახდის კერძს
- ათქვიფეთ კვერცხები და მოაყარეთ მარილი და პილპილი. დაჭერით კარტოფილი და მწვანე წიწაკა პატარა კუბიკებად.
- განათავსეთ ათქვეფილი კვერცხი ტაფაზე და გააჩერეთ რამოდენიმე წუთით საშუალო ცეცხლზე, სანამ ომლეტი მომზადდება. გადააბრუნეთ ომლეტი და გააჩერეთ კიდევ 1-2 წუთი.
- კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი შეწვით ოდნავ ცხელ ზეთში, შემდეგ დაუმატეთ წიწაკა და სიმინდი და გააჩერეთ კიდევ 2-3 წუთი ცეცხლზე, პერიოდულად ურიეთ.
- განათავსეთ ომლეტი ბრტყელ თეფშზე და დაამატეთ შემწვარი ბოსტნეულის ნარევი.